მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ჩამოსული უკრაინელების საჭიროებებს ასახელებს

623480ca263f2
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 17:14
1147
უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ჩამოსული უკრაინელების საჭიროებებს ასახელებს. ანდრეი კასიანოვმა საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ოჯახებს, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების შეფარებისა და გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ სხვა საჭიროებებიც აქვთ.

„უკრაინის საელჩოს მჭიდრო კავშირი აქვს გაეროს ოფისთან საქართველოში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებასთან, რათა საქართველოში ჩამოსულ იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ. ყველა ქართულ ოჯახს, თითოეულ მოქალაქეს მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ მიიღეთ, უმასპინძლეთ, დააპურეთ და უბრალოდ, კარგი სიტყვით გაამხნევეთ უკრაინელები, მაგრამ ასევე ძალიან საჭიროა ამ მოქალაქეების დოკუმენტაციის შედგენა და საგანმანათლებლო პროცესებით უზრუნველყოფა, ყველაზე დიდ ქალაქებში მაინც. ასევე შესაძლებლობა, რომ აქ იმუშაონ და სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა და დასძინა: „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობასთან და გაეროსთან ერთად ამ საკითხების მოგვარებას შევძლებთ“.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის ომის გამო უკრაინა დასავლეთის მიმართულებით 3 მლნ ადამიანმა დატოვა და აქედან 1.5 მლნ ბავშვია. საქართველოში კი ომამდე და ომის დაწყების შემდეგ 14 000 უკრაინელის ჩამოსვლა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები