მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის ეკონომიკური რეფორმები და ზელენსკის გეგმები

5d4d2d027f30b
მიხეილ ხაჩიძე
09.08.19 22:44
2722

უკრაინის ინფრასტუქტურის გაუმჯობესებაში 20 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსიკის თქმით, მომდევნო 5 წელიწადში უკრაინა კარდინალურად შეიცვლება, დაიგება გზები, აშენდება ახალი აეროპორტები და საზღვაო პორტები.

"მომდევნო ხუთ წელში ქვეყანა კარდინალურად შეიცვლება, ინფრასტრუქტურის განვითარებაში 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს ჩავდებთ, 24.000 კილომეტრიან გზას განვაახლებთ, აეროპორტების რაოდენობას 15-მდე გავრზდით და 5 ახალი საზღვაო პორტის განვითარებას მოვახდენთ’’,- განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.


ამას გარდა, პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 5-7%-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები