მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის ელჩი: თქვენი ქვეყანა მისაბაძია უკრაინელებისთვის

5a4f448a85950
BM.GE
05.01.18 13:23
1187
არსებობს რეიტინგები, რომლებშიც საქართველო ძალიან დაწინაურდა და ჩვენთვის, უკრაინელებისთვის თქვენი ქვეყანა მისაბაძია ამ პროგრესით,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი აცხადებს.

ელჩს მაგალითად Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მე-7 ადგილი მოჰყავს და აცხადებს, რომ „ეს არის შესაშური წარმატება და მიზანმიმართული, სწორი რეფორმირების შედეგი".

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ ეს და სხვა მრავალი პროგრესი, რომელიც 2017 წელს აჩვენეთ მსოფლიოს და ვისურვებ, რომ ახლო მომავალში უკრაინამაც ისეთივე განვითარების დონე აჩვენოს, როგორც საქართველომ. მე ვფიქრობ, რომ რეფორმები და ტრანსფორმაცია, რომელიც როგორც წინა, ასევე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ განახორციელა, მიზნობრივი და შედეგიანია. ველოდები, რომ ერთობლივი პროექტები, რომლებიც უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლების წევრებს აქვთ ჩაფიქრებული და დაგეგმილი განსახორციელებლად, აუცილებლად გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და გააღმავებს სავაჭრო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.

როდესაც ეკონომიკასა და პროგრესზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ამ პორტის მნიშვნელობა და პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ფაქტობრივად ერთი ორად ზრდის მიმზიდველს და საინტერესოს საქართველოს ინვესტორებისთვის. აღნიშნული პორტით ძალიან დიდ პერსპექტივას და შესაძლებლობებს ვხედავ უკრაინული ბიზნესსექტორისთვისაც. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინას შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვნად გააფართოვოს საქართველოში ექსპორტის სფეროები და არეალი, უპირველეს ყოვლისა მეტალოპროდუქტების ხარჯზე. თქვენ იცით, რომ მშენელობისთვის ყველაზე მეტად აუცილებელი სწორედ ამ ტიპის პროდუქტებია, უკრაინა კი დღემდე ერთერთ საუკეთესო და ლიდერ ქვეყანად რჩება მეტალის წარმოების კუთხით. ხომ გესმით რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება ანაკლიის პორტის მეშვეობით უკრაინიდან ამ და სხვა სახის პროდუქციის საქართველოში შემოტანა, ისევე როგორც ზოგადად სატრანსპორტო კორიდორის დანიშნულებით მისი გამოყენება",- აცხადებს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები