კიევში ვიზიტად მყოფმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკის სექტორს დაახლოებით 400 მლნ დოლარის დახმარებას გამოუყოფენ.
დახმარება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ისევ თავს ესხმის ენერგოობიექტებს აზიანებს და შედეგად ათასობით ადამიანს ზამთარში გათბობის, წლისა და ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს.
"ინფრასტრუქტურა, რომელიც უკრაინელებს ელექტროენერგიას აწვდის კვირაში რამდენჯერმე ხდება რუსეთის თავდასხმის სამიზნე. იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხს ჰქონდეს სითბო, საკვები და შედარებით ნორმალური ცხოვრება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი გამძლეობისთვის ამ ომში. ომში, რომელშიც ჩვენი ყველას სახელით იბრძვიან", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს.
ესპენ ბარტ ეიდემ თქმითვე, დახმარება მოხმარება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ასევე საჯარო მოხელეებისა და მასწავლებლების ხელფასებს.
ნორვეგიის ფინანსური დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც გასული კვირის განმავლობაში უკრაინაში ტემპერატურა -10 გრადუსზე დაბლა დაეცა. ამ ფონზე რუსეთი გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ ხაზებს გამიზნულად ესხმის თავს.




























