18-22 აგვისტოს კვირეულში უკრაინის ეროვნულმა ბანკმა Interbank-ის სავალუტო ბაზარზე $551 მილიონი გაყიდა, თუმცა არავითარი შესყიდვა არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ბანკმა $56 მილიონით მეტი გაყიდა, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი კურსის გამყარებისთვის სულ უფრო ნაკლებ ინტერვენციას ახორციელებს.
თუმცა თუ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე არსებულ მონაცემებს ფართო ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ ვითარება არც ისე სახარბიელოა, რადგან სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ბალანსი საკმაოდ ნეგატიურია. ბოლო 8 თვეში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე $22.78 მილიარდი გაყიდა და მხოლოდ $37.82 მილიონი შეიძინა. შესაბამისად, რეზერვები საგრძნობლად მცირდება. თუმცა, უკრაინის ფულად საკრედიტო სისტემა და შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ბოლო წლებია სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (IMF,WB etc) მიერ,რომლებიც ათეულობით მილიონ დოლარს უკრაინული ეროვნული ვალუტის და ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის გამოყოფენ სესხის სახით.




























