უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდათ.
მთავრობის დადგენილების თანახმად, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდათ ერთი წლით, 2027 წლის 24 თებერვლამდე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენის უფლება 1 წელი ჰქონდათ. ეს ვადა 2023 წელს 2 წლამდე, 2024 წელს კი 3 წლამდე გაიზარდა, თუმცა 2025 წელს კვლავ 3-დან 1 წლამდე შემცირდა.

























