15 ივლისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი წინადადება დააკმაყოფილა და მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციაზე პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, იულია სვირიდენკო დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ შმიგალის გადადგომა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამთავრობო კაბინეტში ცვლილებებზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მისი თქმით, მინისტრთა როტაცია შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და და სამხედრო შეიარაღების წარმოების გაუმჯობესების მიზანს ემსახურება.
რაც შეეხება პრემიერობის ახალ კანდიდატს, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე სვირიდენკოს დასახელება შტატებთან გაფორმებულ “მინერალების შეთანხმებასთან” და უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებთანაა დაკავშირებული. 39 წლის სვირიდენკო უკრაინის ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი მეორე ქალი იქნება.
უკრაინის რადა ახალ მთავრობას ნდობას კვირის ბოლომდე გამოუცხადებს.

























