მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პრემიერი აშშ-სთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების პუნქტებს აქვეყნებს

სს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების 6 საკვანძო პუნქტს აქვეყნებს. შესაბამისი განცხადება დენის შმიგალმა “ტელეგრამის” პირად არხზე გამოაქვეყნა.

“მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც საჭიროა უკრაინასა და აშშ-ის შორის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად,” - წერს შმიგალი.

პუნქტები ასეთია:

  1. უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  2. უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  3. უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  4. აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  5. ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  6. შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები