მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის პრეზიდენტი აღლუმს აუქმებს, თანხას კი სამხედროებს უნაწილებს

5d25a8526d359
მიხეილ ხაჩიძე
11.07.19 09:00
1094

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გააუქმა.

როგორც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს,  მასშტაბური სამხედრო ღონისძიების გაუქმების შედეგად, დაზოგილი თანხით სამხედრო მოსამსახურეებს ფულად პრემიებს გადასცემენ.

აღლუმის ანულირებით, 300 მლნ უკრაინული გრივნა დაიზოგა, რაც დაახლოებით 12 მლნ აშშ. დოლარია.  უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება, აღლუმიც სწორედ ამ დღისთვის იყო ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები