მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პრეზიდენტი მერკელსა და სარკოზის ბუჩაში, რუსეთისთვის დათმობის პოლიტიკის შედეგების საჩვენებლად იწვევს

624a02d7c64e6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 00:22
1114
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში დათმობის პოლიტიკის შედეგების სანახავად დაპატიჟა. რამეთუ ისინი NATO-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტს ხელმძღვანელობდნენ. ამის შესახებ მან თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ვიწვევ ქალბატონ მერკელს და ბატონ სარკოზის ესტუმრონ ბუჩას და ნახონ, სადამდე მიგვიყვანა 14 წლის განმავლობაში რუსეთისთვის დათმობის პოლიტიკამ. საკუთარი თვალებით ნახონ დატანჯული უკრაინელი ქალები და კაცები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ დღეს NATO-ს ბუქარესტის სამიტის 14 წლისთავია და თქვა რომ მაშინ იყო შესაძლებლობა უკრაინა NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში გაეყვანათ. „ნაცრისფერი ზონიდა, სადაც მოსკოვში ფიქრობენ რომ აქ მათთვის ყველაფერი დაშვებულია, ყველაზე საშინელი სამხედრო დანაშაულებებიც კი“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმისტურ დიპლომატიური ფორმულირების უკან, რომ უკრაინა შეძლებდა NATO-ში შესვლას, ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა, „რუსეთის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკოსის შიში იმალებოდა“. მისივე სიტყვებით, ისინი თვლიდნენ უკრაინისთვის უარის თქმით, რუსეთს უკრაინისადმი პატივისცემით განაწყობდა.

„ასეთი მცდარი გათვლების შემდეგ 14 წლის განმავლობაში უკრაინამ რევოლუცია და დონბასში 8-წლიანი ომი გადაიტანა. ახლა კი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიცოცხლისთვის ყველაზე საშინელ ომში ვიბრძვით“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ირწმუნება, რომ ამაში დასავლეთს და არც არავის ადანაშაულებს, კონკრეტული რუსი სამხედროების გარდა, რომლებმაც უკრაინელების წინაშე დანაშაული ჩაიდინეს.

„მაგრამ ჩვენ გვაქვს ვისაუბროთ გადაწყვეტის მიუღებლობის შესახებ. იმაზე, რა გზა გავიარეთ ასეთ ბუჩამდე, გოსტომელამდე, ხარკოვამდე და მარიუპოლამდე. ჩვენ გადაწყვეტილების მიღება არ გვიჭირს. რომელ კავშირშიც არ უნდა ვიყოთ, გვესმის, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Ukrinform-ის ცნობით, ქალაქები ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და სრულად კიევის ოლქი რუსი დამპყრობლებისგან განთავისუფლდა. ამ ქალაქებსა და სოფლებში რუსების მიერ მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები ფიქსირდება. კერძოდ ქალაქ ბუჩაში აღმოაჩინეს საძმო სამარხი, სადაც 300-მდე ადამიანია დამარხული, ქალაქის ქუჩებში ათობით გვამია, რომლთა ნაწილს ხელები შეკრული აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები