მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები: “ავიაბილეთების გაძვირებას არ ვგეგმავთ”

6046345782f17
ლიკა გურაბანიძე
08.03.21 19:40
552
“2020 წელი საკმაოდ რთულად დავიწყეთ. ოპერირება სრულად შევაჩერეთ, მაგრამ კომპანიამ ამას გაუძლო. ეს ჩვენი რესურსების ხარჯზე შევძელით და ამაში სახელმწიფოს ჩართულობა არ ყოფილა", - ასე შეაფასა შარშანდელი წელი  საქართველოსა და სომხეთში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეგიონალურმა დირექტორმა ლალი ბეშკენაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს ძირითადი გათვლა სატვირთო გადაზიდვებსა და საევაკუაციო ჩარტერულ რეისებზე გააკეთა.

“2021 წელს დანაკარგების აღდგენა დავიწყეთ; ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, თუმცა მოლოდინები პოზიტიური გვაქვს. ამ ეტაპზე კვირაში 4 სიხშირით დავფრინავთ და, რა თქმა უნდა, გაზრდას განვიხილავთ, თუმცა ეს ყველაფერი რეგულაციების შემსუბუქებაზეა დამოკიდებული. ბათუმის მიმართულებასაც განვიხილავთ, მადრამ - მაისის მეორე ნახევრიდან. ამ ეტაპზე მგზავრს აქვს საშუალება, აირჩიოს როგორი რეისით იმგზავრებს - პირდაპირით თუ ჩარტერულით”, - აღნიშნა ბეშკენაძემ "საქმიან დილაში".

მისივე ინფორმაციით, 13 მარტიდან აზერბაიჯანში ფრენას 2 სიხშირით იწყებენ, მაგრამ სამომავლოდ გაზრდას განიხილავენ.

ლალი ბეშკენაძის თქმითვე, "ავიაბილეთების გაძვირება არ მოხდება".

“ავიაბილეთების გაძვირებას არ უნდა ველოდოთ. ფასების აწევას არ ვაპირებთ, რათა ხალხს მოგზაურობის მოტივაცია გავუჩინოთ", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები