მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს

კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა დაწერა და გადადგომის შესახებ კულებას წერილი გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კულება თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს, Ukrainska Pravda-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულებას გაათავისუფლებდნენ.

3 სექტემბერს, რადაში გადადგომის შესახებ განცხადება სამმა მინისტრმა და ასევე, ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეფანიშინამ წარადგინა. მათი გადადგომის მიზეზები არ დასახელებულა, თუმცა ინფორმაცია რამდენიმე უკრაინელი მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები