მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის სასამართლომ მილიარდერი იგორ კოლომოისკი პატიმრობაში დატოვა

იგორ კოლომოისკი

უკრაინის პიჩიორსკის ოლქის სასამართლომ მილიარდერი იგორ კოლომოისკი პატიმრობაში დატოვა და გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვების უფლება არ მისცა. ამრიგად, კოლომოისკი, რომელსაც უკრაინულ-ამერიკული საკონსულტაციო კომპანია “ფარგოს” დამფუძნებლის, იურისტ სერგეი კარპენკოს მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად, საპატიმროს 2024 წლის 7 ივლისამდე ვერ დატოვებს. საქმე ის არის, რომ თავდაპირველად, უკრაინის ხელისუფლებამ კოლომოისკი გასული წლის სექტემბერში, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრა, ხოლო მილიარდერი $47-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ უნდა გამოსულიყო, მაგრამ მოგვიანებით, პროკურატურამ მას ახალი ბრალი წაუყენა.

როგორც უკრაინული ძალოვანი სტრუქტურების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიება კოლომოისკის ცნობილი იურისტის მკვლელობის ორგანიზებას ედავება, რომელმაც, მათი თქმით, 2003 წელს კოლომოისკის სასარგებლოდ კონკრეტული გარიგების კონტრაქტის ცვლილებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული დავა კომპანია ”დნიპროსპეცსტალს” უკავშირდება, რომელიც იმ დროს ორ უკრაინელ ბიზნესმენს, გრიგორი სურკისს და კონსტანტინ გრიგორისტინს ეკუთვნოდა. 2003 წლის ივლისში, გრიგორისტინმა კომპანიის 15%-იანი წილი ბიზნესმენ ვიქტორ პინჩუკზე გაასხვისა, ვინც უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძე იყო. თავად იურისტი სერგი კარპენკო აღნიშნული გარიგების გარანტორი იყო.

როგორც უკრაინულ მედიაში ვკითხულობთ, ”დნიპროსპეცსტალის” შესყიდვით იგორ კოლომოისკიც ინტერესდებოდა, რომელიც იმ დროს “პრივატ ჯგუფს” ფლობდა. კარპენკოს ინფორმაციით, კოლომოისკის აქციონერთა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სურდა, რაზედაც კარპენკომ უარი განაცხადა. მოგვიანებით, ქალაქ ფეოდოსიაში მყოფ იურისტს თავს დაესხნენ, მაგრამ ის სასწაულებრივად გადარჩა. აღნიშნული საქმის ოთხივე მონაწილე პირი მალევე დააკავეს და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აი, სწორედ ამ დავაში მონაწილეობას ედავება უკრაინის პროკურატურა მილიარდერ კოლომოისკის და თუ მკვლელობის ორგანიზებაში მისი წვლილი დადასტურდა, შესაძლოა, სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები