კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახური Ria Novost-ში შეიჭრა. ინფორმაციის წყარო შენობაში მყოფი ჟურნალისტია. მისი თქმით, დილით SBU-ს ფორმაში ჩაცმული ადამიანები მივიდნენ ოფისში, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, მათი მისვლის შემდეგ კი ადგილზე მყოფი ჟურნალისტი sputniknews-თან კონტაქტზე აღარ გამოსულა.
გარდა ამისა, Ria Novost-ის ჟურნალისტი, კირილ ვიშინსკი დილით, კიევში, საკუთარი სახლის წინ სამართალდამცავებმა დააკავეს. მისი ადვოკატის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

























