მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ხერსონის პორტის მმართველი ქართულ-შვეიცარული კომპანია გახდა

5e33ecb8d13f2
შოთა ტყეშელაშვილი
31.01.20 13:00
2020
უკრაინის ხერსონის პორტის 30-წლიანი მართვის უფლება ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია LLC RISOIL-KHERSON-მა მოიპოვა. 

შესაბამისი პრეზენტაცია უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის მთავრობამ და ინვესტორმა კომპანიამ დღეს გამართეს და საზოგადოებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გეგმები გააცნეს. RISOIL-KHERSON-ის მესაკუთრეები შპს „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG) აფილირებული კომპანია Petrol Oil and Chemicals” და შვეიცარიული კომპანია Rissoil S.A. არიან.

საჯარო პრეზენტაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელობი ესწრებიდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს „ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა.

უკრაინამ პირველად გამოაცხადა ტენდერი საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურებზე 30 წლით მართვის უფლების მოპოვებაზე. ხერსონის საზღვაო პორტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ 2020 წლის 21 იანვარს LLC RISOIL –KHERSON გამოაცხადა. 

ეს უკრაინის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ქართული ინვესტიციაა.

უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.

უკრაინის ახალი მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს, რომელთა შედეგადაც სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება და საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაცია მიმდინარეობს. ეს ცვლილებები მათ შორის ინვესტორებისთვის სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მართვის უფლების შეთავაზებასაც ითვალისწინებს. 

LLC RISOIL-KHERSON-მა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას, ხერსონის პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა საკუთარი ხედვით, მისიით, განვითარების გეგმით და პორტის გადაიარაღების სქემით. ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.

საჯარო ტენდერის შედეგების შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალეკსეი გონჩარიუკმა საკუთარ Facebook-ზე განცხადება 2019 წლის 21 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, პროექტში ინვესტიციის საერთო მოცულობა 300 მილიონი გრივნა იქნება.



უკრაინის მთავრობამ ხერსონის პორტის მართვის უფლების შესახებ საერთაშორისო აუქციონი 2019 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები