მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინულ IT-კომპანია AltexSoft-ს საქართველოში ამბიციური გეგმები აქვს - (R)

6304a57d42639
BM.GE
23.08.22 13:57
1138
„ოფისი საქართველოში - ბუნებრივი და სწორი ნაბიჯია ჩვენი კომპანიის განვითარებისთვის“. უკრაინულმა IT–კომპანია AltexSoft-მა გახსნა ოფისი ჩვენი ქვეყნის ცენტრში - თბილისში.

AltexSoft-ის შესახებ:

ტექნოლოგიური საკონსალტინგო კომპანია, რომელიც უკვე 15 წელია ქმნის უნიკალურ IT–გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის. AltexSoft-ის თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. ექსპერტები Travel Tech, Data Science, UI/UX, Business Analysis და Software Engineering–ში. ფიზიკური ოფისები განლაგებულია აშშ-ში, უკრაინაში და ახლა ამ სიას მზიანი საქართველოც დაემატა.
გუნდმა განახორციელა 300-ზე მეტი წარმატებული პროექტი ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიცაა: აშშ, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

„თბილისი არის ადგილი, სადაც კონცენტრირებულია უმსხვილესი კომპანიები და ტექნიკური სპეციალისტების უდიდესი რაოდენობა“

გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ და საქართველოში ახალი ოფისის გახსნაზე კომპანია AltexSoft-ს ერთბაშად არ მიუღია. ჩატარდა ქართული IT–კომპანიების, ადგილობრივი დეველოპერებისა და საერთაშორისო ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ვრცელი გამოკვლევა. საფუძვლიანმა და ვრცელმა ანალიზმა ხელი შეუწყო კომპანიის განვითარებისა და ზრდის მიმართულებების დასახვას საქართველოს IT–სექტორში. გამოიკვეთა, რომ ნიჭიერი სპეციალისტების მოზიდვით შესაძლებელია კიდევ უფრო ინოვაციური და საინტერესო პროექტების განხორციელება.


ახალი სამუშაო ადგილები ქართველი დეველოპერებისთვის და არა მარტო

თბილისის ოფისში ამჟამად 10 თანამშრომელი მუშაობს. წლის ბოლომდე ვგეგმავთ 50 კაცამდე გაზრდას და სრულფასოვანი R&D ოფისის შექმნას. კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი დეველოპერების, ადმინისტრაციული სექტორის სპეციალისტების დასაქმებას და ასევე სთავაზობს უკრაინელ IT–სპეციალისტებს საქართველოში გადაადგილებას ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში.

ყველას, ვისაც ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, მაგრამ საკუთარ თავს IT–სფეროში ხედავს, კომპანია აძლევს შესაძლებლობას მოხვდეს გუნდში ანაზღაურებადი სტაჟირებით შემდეგი მიმარულებებით: React, .NET და QA. მისი წარმატებით დასრულების შედეგად სტაჟიორი ჩართული და უზრუნველყოფილი იქნება საინტერესო პროექტზე მუშაობით.

ქართულ ოფისში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესი, მიმდინარე პროექტების განხილვა და ახალ პროექტებზე ჩართულობა.

რა არის გეგმებში

კომპანია AltexSoft-ი ამჟამად აქტიური განვითარების ეტაპზეა. კომპანია მუშაობს რეკრუტირების გეოგრაფიის გაფართოებაზე, ახალ ბაზრებზე შესვლაზე და კიდევ უფრო საინტერესო პროექტების განხორციელებაზე მთელ მსოფლიოში. ვინაიდან AltexSoft-ში დასაქმებულია სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, კომპანიამ შექმნა მთელი რიგი პროცესები და ინსტრუმენტები კომპანიის შიგნით ეფექტური დისტანციური კომუნიკაციის მხარდასაჭერად. ეს არ არის AltexSoft-ის ლიმიტი და კომპანია განიხილავს სხვადასხვა ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობას.

AltexSoft Global 
AltexSoft Georgia 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები