მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინული დრონების იერიშებმა რუსეთის ნავთობგადამუშავებას, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს - The Moscow Times

როსნეფტი

უკრაინული დრონების დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამუშავებას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ამის შესახებ The Moscow Times-ი კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომლის სერგეი ვაკულენკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, აგვისტოში განახლებული უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ზიანი მინიმუმ 7 დიდ გადამმუშავებელი ქარხანას მიადგა.

გამოცემა წერს, რომ თვის დასაწყისიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო, სიზრანის, ნოვოკუიბიშევსკის, სარატოვისა და ვოლგოგრადის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები მთლიანად დაიხურა. რიაზანის „როსნეფტის“ ქარხანამ, რომელიც საწვავს მოსკოვსა და მის რეგიონებს აწვდისს, თავისი სიმძლავრის ნახევარი. დრონები ასევე სლავიანსკის, აფიპსკის და ნოვოშახტინსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს დაესხნენ თავს.

„ეს ქარხნები შეიძლება დიდი ხნით ან „სამუდამოდც კი“ იყოს ფუნქციონირების გარეშე“, - ციტირებს კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომლის სერგეი ვაკულენკოს მიერ Financial Times-სთვის მიცემულ კომენტარს The Moscow Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავების იერიშის შედეგად რუსეთში ნავთობგადამუშავება 12 წლის მინიმუმამდე 267 მილიონ ტონამდე დაეცა, თუმცა მაშინ თავდასხმები მრავალრიცხოვანი და მიმოფანტული იყო და ერთ ქარხანას ერთჯერადად აზიანებდა. ვუკალენკო ამბობს, რომ ახლა, იერიშები მიმართულია ძირითად რეგიონებში ყველა ქარხანაზე მოხმარებისა და გადამუშავების ნაწილში, რამაც საწვავის ბაზრისთვის "უპრეცედენტო" შედეგები შეიძლება მოიტანოს.

The Moscow Times-ი ორგანიზაცია „ფინამის“ ანალიტიკოსის სერგეი კაუფმანის შეფასებასაც გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინული დრონების თავდასხმის ქვეშ ქვეყნის უმსხვილესი ქარხნები მოექცნენ - ვოლგოგრადი (ლუკოილი, 14,8 მილიონი ტონა წელიწადში) და რიაზანი (როსნეფტი, წელიწადში 13,8 მილიონი ტონა). შედეგად, სულ რაღაც ორ კვირაში ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის მინიმუმ 10% შეჩერდა - აცხადებს ანალიტიკოსი.

რედაქცია წერს, რომ დეფიციტის შესავსებად მთავრობამ რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა, რითაც ბენზინგასამართ სადგურებს დაახლოებით 150 ათასი ტონა საწვავი უნდა დაემატოს. „თუმცა, ექსპორტის აკრძალვის პირობებშიც კი, შიდა მოთხოვნა სრულად არ არის დაკმაყოფილებული“, - ამბობს კაუფმანი.

ბენზინის დეფიციტი გაჩნდა ყირიმში, სადაც ხელისუფლება კუპონებით საწვავის გაყიდვის საბჭოთა პრაქტიკას დაუბრუნდა. ბენზინი გაქრა ბენზინგასამართი სადგურებიდან ტრანსბაიკალიაში, კურილის კუნძულებსა და პრიმორსკში, სადაც მძღოლებს საწვავის შესავსებად რიგებში საათობით დგომა უწევთ.

გამოცემა წერს, რომ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ არავინ იცის, რეალურად რამდენი ბენზინი იწარმოება რუსეთში. ბაზრის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გასულ წელს მთავრობამ გადამმუშავებელი ქარხნების სტატისტიკა გაასაიდუმლოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები