უკრაინული დრონების საფრთხის გამო, 10 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის სასაზღვრო დანაყოფები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ და საჰაერო თავდაცვის სისტემებს საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო interfax ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსულ მხარესთან შეთანხმებით, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ფსოუს გამშვები პუნქტის დროებით გაჩერებაზეც.
8 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხის გამო, სოჭის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებულ აფხაზეთში კი, ფსოუს გამშვები პუნქტი, დაახლოებით ორი საათით დაიკეტა. ამის გამო მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დადგა.




























