უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად სარატოვის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 8 ივლისის ღამეს უპილოტო საფრენმა აპარატებმა დარტყმები მიაყენეს რუსეთის ქალაქებს — სარატოვსა და ბორისოგლებსკს მიაყენეს დარტყმები და სარატოვის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რუსლან ბუსარგინმა დაახლოებით 02:14 საათზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან ჰქონდათ ინფორმაცია დრონების გამოყენების საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც სხვადასხვა არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა. ღამის სამი საათისთვის კი მონიტორინგის ჯგუფებმა დაიწყეს შეტყობინებების გავრცელება აფეთქებებისა და სარატოვის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები და არიან დაშავებულები.
„ერთი ადამიანი დაიღუპა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - დაწერა ბუსარგინმა თავის ტელეგრამარხზე. მანამდე, ოთხშაბათს ღამით, „როსავიაციამ“ სარატოვის (გაგარინის) აეროპორტში საჰაერო ხომალდების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.




























