მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, მოსკოვის აეროპორტებში ფრენები შეჩერდა

მოსკოვის აეროპორტი

დრონებით თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოთხივე საერთაშორისო აეროპორტმა: შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ ფრენები დროებით შეაჩერა.

გადაუდებელი ზომები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ცხრა რეგიონსა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 19 მოსკოვის ოლქში იყო, ხოლო 16 – პირდაპირ დედაქალაქისკენ მიემართებოდა.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაადასტურა, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. ქალაქ ზელენოგრადში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი სწორედ ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტებმა გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე მანქანაც დაზიანდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაბამისი სამსახური ადგილზე ოპერატიულად მუშაობს, ხოლო ფრენების განახლება უსაფრთხოების შეფასების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები