მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული მედიის ცნობით, გენადი ბოგოლიუბოვმა ქვეყანა ყალბი საბუთებით დატოვა

გენადი ბოგოლიუბოვი

პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მილიარდერის, იგორ კოლომოისკის ბიზნესპარტნიორმა, გენადი ბოგოლიუბოვმა უკრაინა ყალბი საბუთებით დატოვა, მაგრამ პოლონეთში საკუთარი დოკუმენტებით ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, გენადი ბოგოლიუბოვი ახლა ავსტრიაში იმყოფება.

მესაზღვრე, რომელმაც მილიარდერს ე.წ. “მწვანე დერეფანი” მისცა, დააკავეს.

როგორც ცნობილი გახდა, ბოგოლიუბოვმა ქვეყანა “პრივატბანკის” საქმის გამო დატოვა, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა. საქმე ისაა, რომ “პრივატბანკის” ნაციონალიზაციის შემდეგ, კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვის წინააღმდეგ არაერთი სასამართლო გამოძიება დაიწყო, რომლებიც, უმეტესწილად, შესაძლოდ ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გენადი ბოგოლიუბოვის ბიზნესპარტნიორი, იგორ კოლომოისკი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება - სასამართლო მას იურისტ სერგეი კარპენკოს მკვლელობის ორგანიზება ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები