მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა

62f8db2961121
BM.GE
15.08.22 10:13
1330
კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT თავის WBT ტოკენს უშვებს. ეს არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი კომპანიის განვითარებისა და გაფართოებისთვის, რომელიც მცირე სტარტაპიდან ევროპის უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟამდე გადავიდა სულ რაღაც ოთხ წელიწადში.

საკუთარი ტოკენის გაშვებას ახალი შესაძლებლობები შემოაქვს და მას სასარგებლო და საიმედო აქტივად აქცევს არა მხოლოდ WhiteBIT-ის ერთგული მომხმარებლებისთვის, არამედ ახალბედებისთვისაც. კერძოდ, დამწყებთათვის WhiteBIT-მა უზრუნველყო ჯილდოები სავაჭრო კონკურსების, ენდროპების პლატფორმაზე და სხვა ბირჟებზე აქტიურობისთვის. გარდა ამისა, WBT ტოკენის გაშვება ხელს შეუწყობს გავლენიანი პირების გაერთიანების ჩამოყალიბებას WhiteBIT კრიპტოვალუტის საზოგადოების შიგნით.

"საკუთარი ტოკენის გაშვება - ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია WhiteBIT-ის განვითარებაში. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის,როდესაც პირველად დავიწყეთ კრიპტოვალუტის გაშვება, რომ ოთხ წელიწადში გვექნებოდა საკუთარი ტოკენი, ამას არასოდეს დავიჯერებდი. დღეს ეს არის რეალობა და მთელი WhiteBIT გუნდის წარმოუდგენელი მუშაობის შედეგი. WBT ტოკენი არის ბირჟის შიდა ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს მომხმარებელი, WhiteBIT-ის სერვისების დამატებითი სარგებელით და კომფორტით. მომხმარებლებისთვის მოხერხებულობა და უსაფრთხოება არის ჩვენი ფილოსოფიის ქვაკუთხედი და ჩვენ მუდმივად ვეძებთ ფორმებსა და საშუალებებს ამ ასპექტების გასაუმჯობესებლად. WBT ტოკენის გაშვება - WhiteBIT ფილოსოფიის რეალიზაციაა“, - თქვა ვოლოდიმირ ნოსოვმა, WhiteBIT კრიპტობირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სულ WhiteBIT გეგმავს ბირჟაზე ფიქსირებული რაოდენობის ტოკენების გამოშვებას - 4 000 000 WBT. მათგან ნახევარი არის სახაზინო ტოკენები - ისინი განბლოკილი უნდა იყოს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გარკვეული გრაფიკის მიხედვით. ტოკენების ინფლაციისგან დასაცავად და მათი მუდმივი ზრდის უზრუნველსაყოფად WBT ტოკენები განულდება პერიოდულად WhiteBIT ყოველკვირეული კომისიის საფუძველზე.

WBT ტოკენების გამოშვება ასევე იძლევა რიგ უპირატესობას WhiteBIT ბირჟის მომხმარებლებისთვის, მათ შორის: ინტეგრაციას ბირჟის სხვა პროდუქტებთან, სხვადასხვა საჩუქრებს ტოკენის მფლობელებისათვის, რეფერალური განაკვეთის ზრდას 40-50%-ით, შემცირებულ სავაჭრო საკომისიოებს, ყოველდღიურ უფასო ERC20/ETH სახსრების გატანის შესაძლებლობას, ყოველდღიური უფასო AML შემოწმებების საშუალებას, ზრდის პოტენციალს, ტოკენების ფიქსირებული რაოდენობის გამოშვების და ყოველკვირეული განულების ხარჯზე.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომხმარებლები დააფასებენ ყველა პრივილეგიას და უპირატედობას, რომლებსაც მიიღებენ WBT-ის გაშვებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სერვისის შესაძლებლობების გაფართოებას და კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფას მთელი მსოფლიოს მომხმარებელებისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ნოსოვმა.

ტოკენის გაყიდვა 14 აგვისტოს დაიწყება.

მითითება: WhiteBIT არის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა ევროპაში. კომპანიას გავლილი აქვს KYC და AML პროცედურები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის მონაცემებით ის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 2 ბირჟაში შედის და აქვს AAA რეიტინგი. WhiteBIT გუნდი 500 წევრისგან შედგება.


®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები