მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკვე 4 მლრდ ადამიანი აიცრა... ვაქცინა უშვილობას, ან იმპოტენციას არ იწვევს - ჯანდაცვის სპეციალისტი

61040b61ac5bc
ინგა მურუსიძე
31.07.21 00:12
7193
ვაქცინა ახალი აღარ არის, უკვე 4 მლრდ ადამიანი აიცრა და აცრა უშვილობას, ან იმპოტენციას არ იწვევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ნინო მირზიკაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მას არ ესმის ადამიანების არგუმენტი, რომლებმაც შვილები დაუფიქრებლად აცრეს და ახლა თავიანთ აცრაზე უარს ამბობენ.

„ხშირად მესმის არგუმენტები, ახალია ვაქცინა და მეშინიაო - გეგმიური იმუნიზაცია ძალიან მარტივად ჩაუტარეს შვილებს და ახლა თავად არ იცრებიან. მათ ვეუბნები, როცა შენი ახალშობილი ანდე სახელმწიფოს და გაუკეთე ვაქცინა პოლიკლინიკაში, დღეს რატომ გაქვს ეჭვები? მპასუხობენ, რომ ვაქცინა ახალია.

აღარ არის მეგობრებო ახალი, მსოფლიოში 4 მილიარდი ადამიანი აიცრა, აიცრა ისრაელი, ყველაზე ჭკვიანი ერი მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იწვევს უშვილობას, არ იწვევს იმპოტენციას. უკვე ერთი წელია რაც აქტიური ვაქცინაცია დაიწყო და ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებას, იმ გამოცდილებას, რომლებიც წამყვანები არიან განვითარების მხრივ“, - განაცხადა მირზიკაშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია დღეს გვიცავს სიკვდილისგან და მძიმე შემთხვევებისგან, მათ შორის „დელტა შტამთან“ მიმართებით.

„ფაიზერის“ კვლევები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც 96%-ია დაცვა მძიმე შემთხვევებისგან, ხოლო 87% - სიკვდილობისგან. ისრაელში მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა, მაგრამ გარდაცვალება აქვთ ძალიან მცირე. ვაქცინები გვიცავს სიკვდილისგან და მძიმე შემთხვევებისგან, ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ ვირუსი არ დაგვემართება, თუმცა დაგვიცავს მძიმე განვითარებისგან. ეს ნიშნავს, რომ აცრა უნდა გავიკეთოთ და ამავე დროს, დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა მირზიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები