მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკვე ტრენდია, რომ რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებში კლებაა - ხიშტოვანი

ხიშტოვანი

უკვე წლის ტრენდია, რომ რეალური ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან სექტორებში კლებაა - ასე აფასებს ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

საქმე ისაა, რომ საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 6%-მდე იყო შენელებული. კლების ტენდენცია კი შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ენერგეტიკა.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არაინკლუზიურია.

“პირველი დაკვირვება რაც გვაქვს არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან არათანაბარია. არის სექტორები, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება, ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაცია, ICT, განათლება, საფინანსო სფერო. ასევე იგივეა სფეროები, რომელიც მცირდება. უკვე წლის ტრენდია, რომ მცირდება რეალური ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიც არის მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა.

თუმცა ამ გამოწვევებს და კლებას ფარავს ამ ორი სექტორის, განათლების და ICT-ის, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ზრდა, რომელიც ძალიან უცნაურია, არაინკლუზიური იმ გაგებით, რომ ეხება ძალიან ცოტა ადამიანის დასაქმებას, განსაკუთრებით ვგულისხმობ ICT-ის. ამაზე უკვე მეტყველებს და აძლიერებს ჩემს არგუმენტს შრომის ბაზრის სიტუაცია, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მესამე კვარტალის მდგომარეობით შემცირებულია, ვიდრე ეს იყო 2024 წლის მესამე კვარტალში”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები