მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ულტრა“ 20 წლისაა - როგორ შეიცვალა ტექნიკის ბაზარი და რა გეგმები აქვს კომპანიას

ულტრა

კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზეულტრაუკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს. 2006 წელს თბილისში, პატარა მაღაზიით დაწყებული კომპანია, დღეს ბაზრის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე და ლიდერია.

ამჟამადულტრამომხმარებელს უკვე ოთხი ფილიალით, ონლაინ მაღაზიით, სერვის ცენტრითა და კორპორატიული მიმართულებით ემსახურება. კომპანიის ასორტიმენტი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების ფართო სპექტრს აერთიანებს, რომელიც მუდმივად თანამედროვე პროდუქტებითა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ახლდება. „ულტრაარაერთი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია. მათ შორისაა, Dell, Lenovo, HP, HPE, Acer, BenQ, Cisco, Epson და სხვა.

ორი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ მრავალმიმართულებიან ბიზნესად ქცევის გზა გაიარა და საიუბილეო თარიღს დაგროვილი გამოცდილებითა და განვითარების ახალი გეგმებით ხვდება. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი კარბელაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, მაშინ, როდესაცულტრაშეიქმნა, იმ პერიოდში საქართველოში კომპიუტერული ტექნიკის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო, თავად ტექნოლოგიური ინდუსტრია კი სწრაფი ცვლილებებით ხასიათდებოდა.

„2006 წელსულტრამპირველი მაღაზია თბილისში გახსნა. ეს ისეთი დრო იყო, როდესაც კომპიუტერული ტექნიკის ბაზარი ნაკლებად იყო განვითარებული და თავად ტექნიკაც, როგორც ახლა, ისე მაშინაც, სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას განიცდიდა. პირველი მაღაზია სულ რაღაც 100 კვადრატულ მეტრამდე ნაქირავებ კომერციულ ფართს მოიცავდა, საიდანაც დაიწყოულტრამპირველი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მან.

,,დაფუძნებიდან დღემდეულტრამგანვითარების არაერთი ეტაპი გაიარა. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე არსებობდა, კომპანიას განვითარება არ შეუჩერებია და ეტაპობრივად აფართოებდა საქმიანობის მიმართულებებს.

ულტრაერთ-ერთი პირველი იყო ადგილობრივ ბაზარზე, რომელმაც სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიისultra.ge- განვითარება დაიწყო. იმ პერიოდში ონლაინ შესყიდვები საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული და ვებგვერდი თავდაპირველად უფრო პროდუქციის გაცნობისა და კომპანიის საკომუნიკაციო არხის ფუნქციას ასრულებდა. მომხმარებლის ქცევის ცვლილებასთან ერთად ონლაინ გაყიდვების მიმართულებაც განვითარდა და დღეს ელექტრონული კომერცია კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღესულტრასაცალო, ონლაინ და კორპორაციული გაყიდვების, ასევე ტექნიკური სერვისის მიმართულებით მუშაობს და კომპიუტერული ტექნიკის სფეროში ბაზარზე არსებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად საჭიროებას ფარავსროგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვის.“

ამასთან, ტექნოლოგიურმა პროგრესმა მომხმარებლის ქცევაც შეცვალა. მისი თქმით. თუ წარსულში მოთხოვნა ძირითადად დესკტოპ კომპიუტერებზე იყო, დღეს მომხმარებლები მეტად ნოუთბუქებსა და უსადენო მოწყობილობებს ირჩევენ. პროგრესთან ერთად გაიზარდა მომხმარებლების კვალიფიკაციაც - მათ უკეთ იციან, რა ტიპის ტექნიკა სჭირდებათ. სექტორში ცვლილებების ტემპი განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ დააჩქარა, რაც კომპანიისგან სიახლეების მუდმივ ათვისებას მოითხოვს.

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც. დღეს მომხმარებლები ბევრად უფრო ინფორმირებულები არიან, უკეთ იცნობენ პროდუქტების მახასიათებლებს და უფრო ზუსტად იციან, რა ტიპის ტექნიკა სჭირდებათ კონკრეტული ამოცანებისთვის. შესაბამისად, არჩევანიც უფრო გააზრებული გახდა - გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ფასსა და ბრენდს, არამედ მოწყობილობის შესაძლებლობებს, წარმადობასა და იმას, რამდენად შეესაბამება პროდუქტი კონკრეტულ საჭიროებას“, - აღნიშნავს ირაკლი კარბელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 20-წლიან საიუბილეო თარიღს კომპანია განახლებული ვიზუალური იდენტობით ხვდება, რომელზედაც სარეკლამო კომპანიამავერიკმაიმუშავა. ახალი კონცეფცია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების გზას ასახავს.

როგორც BM.GE-სთანულტრასმარკეტინგის ხელმძღვანელმა, ანა დაბრუნდაშვილმა განაცხადა, საიუბილეო ლოგო მხოლოდ კომპანიის ასაკის აღმნიშვნელი სიმბოლო არ არის: კონცეფცია გვიჩვენებს გზას პიქსელებიანი გამოსახულებიდან მაღალი კონტრასტების ნეონის ნათების ესთეტიკურ ვიზუალამდე. ეს არის გზა, რომელიც ტექნიკის ინდუსტრიამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაიარა და რომელსაცულტრაინდუსტრიის განვითარებასთან ერთად მიჰყვებოდა“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 20 წელიულტრასთვისარა მხოლოდ განვლილი გზის შეფასება, არამედ დაგროვილი გამოცდილებაა, რომელსაც კომპანია შემდგომი განვითარებისთვის იყენებს. ამ პერიოდის განმავლობაშიულტრაბაზრისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცვლილებებთან ერთად ვითარდებოდა, აფართოებდა საქმიანობის მიმართულებებს და მომხმარებლის საჭიროებებს ახალ სერვისებსა და შესაძლებლობებს არგებდა.

საიუბილეო წელს კომპანია განვითარების კიდევ ერთ ეტაპზე გადადის - სექტემბერშიულტრამეოთხე და ამავდროულად ყველაზე დიდ ფილიალს გახსნის. კომპანია საბურთალოზე ბრუნდება და ვაჟა-ფშაველას გამზირის 70-ში მომხმარებელს ახალი, უფრო მასშტაბური სივრცით დახვდება. ახალი ფილიალის გახსნაულტრას“ 20-წლიანი ისტორიის გაგრძელება და კომპანიის სამომავლო განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები