მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი განათლების ახალ კურსდამთავრებულთა მხოლოდ 48% მუშაობს - საქსტატი

სკამი დასაქმება ოფისი სამუშაო

საქსტატმა უმაღლესი განათლების მქონეთა ჯგუფში დასაქმების დონე გამოიკვლია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 20-34 წლის მოქალაქეთა ჯგუფში, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასრულებული აქვთ გამოკითხვამდე 3-წლიან პერიოდში, დასაქმების დონე მხოლოდ 48%-ს შეადგენს.

ამასთან, დასაქმების დონე უფრო დაბალია ქალების შემთხვევაში და ის 44.7%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისთვის ის 52.4%-ია.

“ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე გაიანგარიშება 20-34 წლის პირებზე, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: 1. არიან დასაქმებულები; 2. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCED) 3-8 დონეს (ზოგადი საშუალო განათლება და მეტი); 3. არ სწავლობნენ და არ გადიოდნენ ტრენინგებს გასული ოთხი კვირის განმავლობაში; 4. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე დამთავრებული აქვთ გამოკითხვამდე 3 წლის განმავლობაში”, - ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

ამასთან, საქსტატის თანახმად ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესი განათლების ახალ კურსდამთავრებულთა შორის დასაქმების დონე მცირდება:

2020 - 49.2%;

2021 - 49.1%

2022 - 48.2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები