2025 წლიდან, რიგ მიმართულებებზე, ბაკალავრიატზე სწავლა, შესაძლოა, 3-წლიანი, მაგისტრატურა კი 1-წლიანი გახდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. პროექტის მიხედვით, ცვლილება პირველ ეტაპზე ბიზნეს ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამას შეეხება. ამასთან, გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლითაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლამდე ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება დაევალება.