მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება

5a9e7618ac585
თათია ჩაფიჩაძე
06.03.18 15:24
1066
პროფესიულ კოლეჯებს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებას შეუწყობს ხელს და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შემდგომ საფეხურზე სწავლა, იმავე სივრცეში განაგრძონ.

პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდება. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროგრამების განხორციელებაში საბჭოში წარმოდგენილი იქნება ისეთი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft და HP.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის თაობაზე იმსჯელეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე. კოლეჯი ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს და უზრუნველყოფს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.

კოლეჯი განახორციელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ისეთ სასწავლო კურსებს, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანი იქნება სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციის წარმოება და გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და მედიისა და ტელეხელოვნების განვითარებას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები