საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას.
სისხლიანი გარჩევები - ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის.
მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს", - წერს გიორგი გახარია, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს. დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.




























