მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმასპინძლებს თუ არა საქართველო 2034-2038 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს?

5c18b1b7deceb
თამუნა დემეტრაშვილი
19.12.18 11:45
657
შესაძლებელია თუ არა საქართველომ 2034-2038 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს? - ამის გასარკვევად ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია” წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გეგმავს.

640 ათასი ლარი კი, რომელიც ამ მიზნითაა გათვალისწინებული, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა დაიხარჯოს.

კვლევის ფარგლებში უნდა შეფასდეს არსებული ინფრასტრუქტურა, შეფასდეს რა მოცულობის ინვესტიციებია საჭირო ოლიმპიადის მასპინძლობისათვის, განისაზღვროს ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პრიორიტეტები და ა.შ.

ასევე უნდა შედგეს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.

,,კვლევა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას, მოახდინონ საქართველოს მთის კურორტების განვითარების ერთიანი გეგმის დასახვა, როგორც - ინფრასტრუქტურული, ისე საფინანსო-საინვესტიციო კუთხით”, - ნათქვამია ,,მთის კურორტების კომპანიის” დასაბუთებაში.

კვლევა 2018-2019 წლებში ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს და მისი შედეგების მიხედვით, ასევე უნდა დაიგეგმოს სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ინფრასტრუქტურული ნაწილიც, რომელსაც საქართველომ 2023 წელს უნდა უმასპინძლოს.

აღნიშნული ღონისძიებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება 2019 წლის გაზაფხულიდან იგეგმება, ამიტომ როგორც უწყებაში ამბობენ, ხარჯების დაზოგვის მიზნით, კვლევა ორივე ღონისძიებიებისთვის იქნება გამოყენებული, რაც მათ და მთავრობას საშუალებას მისცემს, მთის კურორტების განვითარების ერთიანი გეგმის შეიმუშაონ.

არ არის გამორიცხული, რომ კვლევაზე ხელშეკრულება ,,დიდ ოთხეულში” შემავალ რომელიმე აუდიტორულ კომპანიასთან გაფორმდეს.
ამ მიზნით ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია” მათთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები