მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმდიდრესი ქართველის, მიხეილ ლომთაძის ქონება $6 მილიარდამდე გაიზარდა – Forbes

ლომთაძე

Forbes-ის მილიარდერების განახლებულ რეიტინგში უმდიდრესი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის ქონების შეფასება 6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გასული წლის რეიტინგში ლომთაძის ქონების შეფასება $5.9 მილიარდს შეადგენდა ანუ ცვლილება თითქმის $100 მილიონია, თუმცა ქონების ზრდის მიუხედავად, ლომთაძე გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილიდან 694-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამავე პერიოდში სხვა მილიარდერების ქონება გაცილებით სწრაფად გაიზარდა.

მიხეილ ლომთაძის ქონების ძირითადი წყარო საბანკო-საფინანსო ჰოლდინგი Kaspi-ია, რომელიც აშშ-ის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე დალისტული კომპანიაა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $19.3 მილიარდს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში Kaspi-ის აქციები თითქმის 19%-ით არის გაძვირებული, რაც ლომთაძის ქონების შეფასების ზრდის მთავარი მიზეზია.

Forbes-ის მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფი ქართველი მილიარდერი - მიხეილ ლომთაძე, მეორე ადგილზე მყოფ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით $3.3 მილიარდით უსწრებს, რომლის ქონების შეფასება წელს ისევ $2.7 მილიარდზეა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები