მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმძიმესი გამოწვევების ფონზე საქართველოში რეკორდული FDI შემოვიდა - ღარიბაშვილი

62a725dc5e95a
BM.GE
13.06.22 15:55
3294
2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია. ამ სტატისტიკას დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უმძიმესი გამოწვევების ფონზე საქართველო ინვესტიციების მოზიდვას აგრძელებს. 

"დადებითი ინფორმაცია, რაც მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა: რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის: პირველ კვარტალში ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც 196 მილიონი დოლარი შეადგინა. bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ესპანეთიდან უმსხვილესი ინვესტორია კომპანია "აკვალია საქართველო", რომლის 100%-იან წილსაც წყალმომარაგების სფეროს უმსხვილესი მოთამაშე Aqualia ფლობს. საუბარია გარიგებაზე, რომლის შედეგადაც GWP-ის 80%-იანი წილის მფლობელი ესპანური კომპანია გახდა. ამ გარიგების გარეშე FDI-ის მოცულობა გაცილებით მცირე იქნებოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები