მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმრავლესობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად უკვე წარუდგინა

5b228c572ffa4
BM.GE
14.06.18 19:37
598
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ადმინისტრაციაში bm.ge-ს განუცხადეს, რომ ოფიციალური განაცხადი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიერ მთავრობის მეთაურობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენაზე უკვე შევიდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მიმართავს პრეზიდენტი მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურის განსახილველად პარლამენტს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა დღეს მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ პრემიერობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაესახელებინათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები