მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უმრავლესობის სხდომაზე შესაძლოა განხილულ იქნას, მათ შორის სამთავრობო ცვლილებები"

5d6bd60780ea0
BM.GE
01.09.19 18:26
992
უმრავლესობის სხდომაზე შესაძლოა განხილულ იქნას, მათ შორის სამთავრობო ცვლილებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მეტი დეტალი იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობთ, თქვენთვის ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია რომც მქონდეს, ახლა ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა განხილული იქნას, მათ შორის სამთავრობი ცვლილებები“, - აღნიშნა კახიანმა.

პარტია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა 18:00 საათზე დაიწყო. სავარაუდოდ, სწორედ სხდომაზე უნდა განიხილონ საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის საკითხი. შესაბამისად, უნდა გადაწყდეს, წარდგება თუ არა ბახტაძე პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით.

BMG-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, პირველი ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები