მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგი

ეკონომიკა

გასული 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა: ომი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება - ეს იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალია, რომელთან გამკლავება ქვეყნებს გასული წლის განმავლობაში მოუწიათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთმა სახელმწიფომ გამოწვევების დაძლევა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური შედეგის დაფიქსირება შეძლო. სწორედ ასეთია რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 26.9 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

აშშ-ის მთავარ მეტოქეს გასულ წელს სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ ჰქონია. ჩინეთის მშპ-ის მოცულობამ 17.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთავრობის პროგნოზთან შედარებით გაცილებით უარესი შედეგია.

გლობალური რეიტინგის მესამე ადგილზე დიდ ცვლილებას ვხედავთ - იაპონიამ თავისი ტრადიციული პოზიცია დაკარგა და მას გერმანიამ გადაუსწრო, რომლის ეკონომიკის მოცულობა $4.4 ტრილიონს შეადგენს.

შესაბამისად, იაპონია $4.2-ტრილიონიანი მთლიანი შიდა პროდუქტით 2023 წელს მეოთხე ადგილს დასჯერდა.

მეხუთე ადგილზე ასევე დაწინაურებულ ინდოეთს ვხედავთ, რომლის ეკონომიკა $3.7 ტრილიონამდე გაიზარდა და მან წინა წელს დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო.

გთავაზობთ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ათეულს:

1. აშშ - $26.9 ტრლნ
2. ჩინეთი - $17.7 ტრლნ
3. გერმანია - $4.4 ტრლნ
4. იაპონია - $4.2 ტრლნ
5. ინდოეთი - $3.7 ტრლნ
6. ბრიტანეთი - $3.3 ტრლნ
7. საფრანგეთი - $3.0 ტრლნ
8. იტალია - $2.2 ტრლნ
9. ბრაზილია - $2.1 ტრლნ
10. კანადა - $2.1 ტრლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები