მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი კონცენტრაცია FMCG ბაზარზე - რა იცვლება?

საცალო ვაჭრობის ბაზარი დიდი ცვლილების მოლოდინშია - “დეილი ჯგუფსა” და “ზედაზენის ჯგუფს” შორის დადებული გარიგებით სექტორში ერთი ჯგუფის მფლობელობაში ერთიანდება ქსელური მარკეტების ისეთ ბრენდები, როგორიცაა დეილი, ,,სპარი”, ,,იოლი”, ,,კალათა”, ,,მაგნიტი” და ,,გვირილა”. ამ მსხვილი გაერთიანებით, ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით 1600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გააერთიანებს და შედეგად ბაზრის 30%-იან წილს და ბაზარზე პირველ პოზიციას დაიკავებს. ჯგუფის მფლობელობაში გადადის ზედაზენის მწარმოებელი ქართული ლუდის კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები. ჯგუფი, რომელმაც გამსხვილებაზე კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ნებართვა უკვე მოითხოვა მიიჩნევს, რომ გაერთიანება მათ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები გამოიტანონ.

TBC Capital-ის ბოლო მიმოხილვით, რომელიც 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, ჩანდა, რომ FMCG ბაზრის ლიდერი 18.9%-იანი წილით ნიკორა ჯგუფი იყო. მეორე პოზიცია ეჭირა ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიციაზე იყო კარფური - რომლის წილი ბაზარზე 13.6%-ია. მხოლოდ მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე იყო ამჟამად უკვე "დეილი" ჯგუფის წევრი "სპარი" და "მაგნიტი". დღეს ბაზარზე ბრენდული ქსელების სწრაფი ექსპანსიაა და Galt&Taggart -ის შეფასებით წლიური ზრდა სექტორში 12%-ზე მეტია და თუ 2022 წელს ქსელურ მაღაზიებს ბაზრის 22% ეჭირა, წლის ბოლოს მათი წილი 42%-მდე გაიზრდება - რა იცვლება ბაზარზე ახალი გარიგებით, როგორ აისახება გაზრდილი კონცენტრაცია კონკურენციაზე და ზრდის რა პოტენციალი აქვს ორგანიზებულ ბაზარს?

სტუმარი: გიორგი ხაბაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები