მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი Diplomat Global-ი “ბადაგონის” სრულუფლებიანი თანამესაკუთრე ხდება

ბადაგონი

უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი  Diplomat Global და “ბადაგონი"  ბიზნესშერწყმას აპირებენ. ამის შესახებ Bm.ge-ს "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ბრენდი “ბადაგონის” სრულუფლებიანი თანამესაკუთრე ისრაელიდან გახდება.

რაც შეეხება სხვა დეტალებს გიორგი სალაყაია ჯერ-ჯერობით არ საუბრობს. მისი განმარტებით, გეგმების შესახებ ინფორმაციას იურიდიული პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ. აღნიშნული პროცესი კი რამდენიმე დღეში დასრულდება. 

როგორც ცნობილი გახდა, კახეთში, “ბადაგონის” ქარხანაში  Diplomat Georgia -ამ ე.წ. თიმ ბილდინგ ღონისძიება უკვე გამართა, რომელსაც ისრაელური ბრენდის 800-მდე თანამშრომელი დაესწრო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები