მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები მესამე კვარტალში

584a6105ae827
BM.GE
09.12.16 11:38
1908
III კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 33 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 24 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე - ლუქსემბურგი 11 პროცენტით.

მესამე და მეოთხე ადგილს 6%-6%-ით ჩეხეთი და ჩინეთი ინაწილებენ. 5%-ით მეხუთე ადგილზეა ნიდერლანდები. შემდეგ მოდის აშშ- 3%-ით და იაპონია 2%-ით, სიაში ასევე მოხვდნენ პანამა და კვიპროსი. დანარჩენი ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6%-ია. 

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2015 შესაბამისი კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე. 








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები