2024 წელს ექსპორტის განვითარების ასოციაციამ განახორციელა უმცირესობათა ეკონომიკური ინტეგრაციის (EIM) პროექტი. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფების ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას მათი ბიზნესის კომერციალიზაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებით და ტრადიციული ბაზრების მიღმა გაფართოებით. პროექტი ოთხ სამიზნე რეგიონში განხორციელდა : სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში , მაღალმთიან აჭარასა და კახეთის რეგიონებში. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიეწოდათ მათთვის საჭირო მარკეტინგული მომსახურებები, ამასთან, ბენეფიციარები მარკეტინგისა და გაყიდვების ერთდღიან ვორქშოფსაც დაესწრნენ, რომელიც EDA-მ ოთხივე სამიზნე რეგიონში ჩაატარა. პროგრამის ფარგლებში მარკეტინგული მომსახურება მიიღო 50-მდე ბენეფიციარმა უმცირესობათა ეკონომიკური ინტეგრაციის (EIM) პროექტი ხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მიერ, USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.