NDI-ს მიერ გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა - 67% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ მოსახლეობას მიმართა კითხვით: რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა?
კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: ფასების ზრდა/ინფლაცია - 33%; სიღარიბე - 22%; დაბალი ხელფასები - 20%; ლარის გაუფასურება - 18%; მაღალი გადასახადები - 11%; კორონავირუსი 10%; საზღვრების ჩაკეტვა - 6%; კორუფცია/ნეპოტიზმი და ტურისტების ნაკლებობა - 5-5%;
NDI-ს გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკაში პრობლემები არ არის.
კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხულია 2,045 მოქალაქე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.