უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა, თუმცა დასძინა, რომ ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა.
,,მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და ეს ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასი კაცით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სიღარიბე დაძლეულ იქნას და უმუშევრობის მაჩვენებელიც მკვეთრად დაეცეს.