მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა, სიღარიბე, პოლიტიკური არასტაბილურობა - რა პრობლემებია ქვეყანაში ყველაზე მწვავე?

დასაქმება

კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ტრადიციულად, გამოკითხულთა უმეტესობა (26%) ქვეყნაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, წინა წლების მსგავსად, მეორე ადგილზეა სიღარიბე (13%). ინფლაცია, კი რომელიც წინა წლებში მესამე ყველაზე მწვავე გამოწვევა იყო, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ჩაანაცვლა (10%).

2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები