მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმუშევრობა, სიღარიბე... - რას ასახელებს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მწვავე პრობლემებად?

ხალხი ქუჩა

EU NEIGHBOURS EAST პროგრამის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, მოსახლეობა ძირითად გამოწვევებს შორის უმუშევრობას, სიღარიბეს და დაბალ ხელფასებს/პენსიებს ასახელებს.

კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

კითხვაზე, რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემებად, პასუხები ასეთია:

  • უმუშევრობა — 69%
  • სიღარიბე — 58%
  • დაბალი ხელფასები / პენსიები — 57%
  • ჯანდაცვა — 42%
  • განათლება — 42%
  • კორუფცია — 36%
  • ემიგრაცია — 34%
  • ტერიტორიული კონფლიქტები, უსაფრთხოების საკითხები / ომი — 32%
  • ცხოვრების ღირებულება / ინფლაცია — 23%
  • ადამიანის უფლებები — 22%
  • კანონის უზენაესობა — 21%
  • გადასახადები / გადასახადებისგან თავის არიდება — 16%
  • ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები — 13%
  • მედიის თავისუფლება — 11%
  • დემოკრატია — 11%
  • უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) — 8%
  • ენერგეტიკა — 6%
  • კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი საკითხები — 5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები