მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობის დონე გაიზარდა, ვაკანსიები კვლავ იკლებს - რა ვითარებაა დასაქმების ბაზარზე?

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიუხედავად, I კვარტალი დასაქმების ბაზრისთვის არააქტიური გამოდგა. საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა. უმუშევრობის დონემ წლიურად 0.7 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 14.7 პროცენტი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიურად უმუშევართა რიცხვი 10 800 კაცით არის გაზრდილი და 239 400 კაცს შეადგენს შეადგენს. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, შრომის ბაზარზე არსებული ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ არასტაბილურობის ფონზე, ბიზნესის ნაწილმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო და ახალი კადრების აყვანის ტემპიც შეანელა. მათი თქმით, მოლოდინია, რომ დასაქმების მაჩვენებლები მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდება. რა ვითარებაა დღეს შრომის ბაზარზე და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები