მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უმუშევრობის კომპენსაცია იდეურად კეთილი განზრახვაა, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია"

5c4ad8e503488
ლევან თაღიაშვილი
25.01.19 15:21
910
PMCG კვლევითი მიმართულების დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებთ დეტალები დასაზუსტებელია.

მისივე განმარტებით, ეს სოციალური ინიციატივაა, რომელსაც ყოველთვის ახლავს ხარჯები და მოსახლეობის მზაობა ამ ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„შეიძლება ცოტა ცინიკურები ვიყოთ და ვთქვათ, რომ დღეს კომპანიებს უჭირთ ადამიანების სამსახურიდან გაშვება, იმიტომ რომ მათ სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნიათ და უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება, ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვება. ამ შემთხვევაში,  შეიძლება დამსაქმებელმა ეს უფრო მარტივად გადაწყვიტოს თუ ეცოდინება, რომ ვისაც გაათავისუფლებს ხელფასის ექვივალენტ თანხას მიიღებს უმუშევრობის პირობებშიც კი, შეიძლება ადამიანები უფრო მარტივად გაუშვან სამსახურიდან.

ეს იქნება უბრალოდ სოციალური ინიციატივა და არა - ეკონომიკური, რომ ის შიშები, რაც გვაქვს ყველას, სამსახურის დაკარგვასთან დაკავშირებით, იქნეს რაღაც მასშტაბით დაზღვეული და ჩვენი მოწყვლადობის რისკი იყოს შემცირებული.

ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მთავრობის მიერ ინიცირებულ სოციალურ ინიციატივებს ყოველთვის ახლავს ხარჯები და აქ არის კითხვა, ვინ გადაიხდის ამ ხარჯებს?

პირდაპირ თუ ირიბად მაინც მოქალაქე იხდის თუ ეს ბიუჯეტიდან დაფინანსდა და რამდენადაა მზად მოქალაქე, დამატებითი ხარჯები აიღოს თავის თავზე ამ ინიციატივის დასაფინანსებლად, მე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ.

გააჩნია რა მასშტაბები იქნება ინიციატივას, მე არ მგონია, რომ ყველა უმუშევარმა მიიღოს შემწეობა, არ ვფიქრობ, რომ ესაა ბატონი რომან კაკულიას იდეა. მგონია, რომ ამ ინიციატივის იდეა ისაა, რომ ადამიანმა სამუშაოს დაკარგვის შემდეგ გარკვეული პერიოდი მიიღოს ხელფასის რაღაც ნაწილი, ამის დაანგარიშება შეიძლება და ზოგადად, ეს არ არის ცუდი იდეა, რომ ადამიანმა გარდამავალ პერიოდში, სანამ ახალ სამსახურს იშოვის, გადაჭრას საკუთარი თავის და ოჯახის უზრუნველყოფის პრობლემა.

რაც ამოძრავებს ბატონ რომან კაკულიას იდეურად არის საკმაოდ კარგი, კეთილი განზრახვა, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია", - განაცხადა ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმუშევრობის შემწეობის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან დაიწყებს მუშაობას.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები