მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნაღდო ანგარიშსწორება უძრავი ქონების ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის"

5b0ed0520b36a
თამუნა დემეტრაშვილი
30.05.18 20:22
1402
კომპანია "რემაქს კაპიტალის" მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი მიიჩნევს, რომ უნაღდო ანგარისწორება უძრავი ქონების ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის. როგორც ასათიანმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საბანკო გადარიცხვებით გარიგებები მხარეებს უფრო მეტად დაიცავს.

„სახელმწიფოს მიდგომა, რომ ბაზარი გამჭვირვალობისკენ წავიდეს და მომხმარებლის ინტერესი დაცული იყოს, ვფიქრობ, მისასალმებელია. შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაც უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ არ მგონია, რომ ამან ყიდვა-გაყიდვის ბაზარს ხელი შუშალოს, ან რაიმე უარყოფითი გავლენა იქონიოს”,- განაცხადა ასათიანმა.

მისი თქმით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ყოველთვის დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რა დროსაც არც მყიდველი და არც გამყიდველი დაცული არ არის, რომ სწორად მოხდეს ანგარიშსწორება.

„ჩვენს რეალობაში უნაღდო ანგარიშსწორება გარკვეული რისკისშემცველია, თუ არ არის ზუსტად დაცული ყველა წესი. მაგალითად, არ არის მიღება-ჩაბარების აქტი, ან თანხის გადაცემას არ ესწრება ნოტარიუსი. უნაღდო ანგარისსწორება ტოვებს იმის რისკს, რომ თანხა სრულად არ იქნეს გადახდილი, ან არ იყოს ნამდვილი ფული, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს რეგულაცია პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურება“,-აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

მანვე დასძინა, რომ არის გარკვეულწილად სახელმწიფოს ინტერესიც, რომ გადასახადები, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის სრულად იყოს გადახდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები