მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა ზრდას განაგრძობს - TBC Capital

თიბისი

TBC Capital-ის შეფასებით, მარტში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა ზრდას განაგრძობს.

კერძოდ, უნაღდო დანახარჯებისა და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 16% და 12%-ით გაიზარდა. მარტში, სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა თიბისი ბანკის არხებით ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 29%-იანი წილი დაიკავა, ხოლო რესტორნებში დანახარჯების წილმა 15% შეადგინა. ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 64% და 36% შეადგინა.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი

მარტში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 2%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა 409 ლარი შეადგინა. შემცირებული ზრდა მეტწილად ფართო რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და შესაბამის გაუქმებულ ფრენებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 1%-ით არის შემცირებული, საშუალო დანახარჯი კი 181 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში წლიური 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 586 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, გასული წლის მარტთან შედარებით 29%-ით გაიზარდა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობად კი 33 ლარი დაფიქსირდა. 2026 წლის მარტში, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 23%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 26 ლარს გაუტოლდა. არარეზიდენტების შემთხვევაში კი რესტორნებში უნაღდო დანახარჯების წლიური 52%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სადაც საშუალო დანახარჯი 115 ლარი იყო.

სხვადასხვა კატეგორიის დანახარჯები

სექტორების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • ტანსაცმელი და აქსესუარები: თიბისი ბანკის არხებით დანახარჯი წლიურად 9%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯმა კი 108 ლარი შეადგინა.

  • საწვავი: უნაღდო დანახარჯები 19%-ით გაიზარდა 2025 წლის მარტთან შედარებით, საშუალო დანახარჯი კი 53 ლარი დაფიქსირდა.

  • ავტომობილის მომსახურება: მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 10%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯმა კი 40 ლარი შეადგინა.

  • ფარმაცია: უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 15%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი 28 ლარს გაუტოლდა.

  • პირადი ჰიგიენა: დანახარჯები წლიურ ჭრილში 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 86 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები