მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნარების საგანმა სავალალო შედეგი მოგვცა, მან სოციალური უფსკრული გააღრმავა"

5c5c62ee4cce5
BM.GE
07.02.19 21:00
3056
"უნარების საგანმა სავალალო შედეგი მოგვცა, უფსკრული გააღრმავა. უნარების შემოღების ერთერთი მიზეზი იყო კეთილშობილური, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. მაგრამ უნარები გადაიქცა ცალკე მომზადების სფეროდ, როგორც ცალკე საგნად,"- ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

მისი თქმით, დღეს აბიტურიენტები ამ საგნის მოსამზადებლად რეპეტიტორებთან ემზადებიან და შესაბამისად, მისი წარმატებით ჩაბარება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ფინანსურ რესურსებზე. 

"დღეს უნარები გადაიქცა ცალკე მომზადების საგნად, თავისი ლიტერატურის გამოცემით, თავისი ტესტების გამოცემით, თავისი ექსპერტებითა და კონსულტანტებით. მოდით ახლა ვნახოთ შედეგი. ის მიზანი, რომ ეს უთანასწორობა აღმოგვეფხვრა, დღეს სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა ამით. დღევანდელი მონაცემებით, საშუალოდ 8-9 ქულით არის განსხვავება იგივე რეგიონსა და დედაქალაქს შორის,"- ამბობს ბატიაშვილი. 

მინისტრის თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამინისტრომ ზოგადი უნარები სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან ამოიღო და ის ნებაყოფლობითად ჩასაბარებელი გახადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები