სიეფდი აუქციონი უნდა ჩატარდეს - ეს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილს პოზიციაა. როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული მექანიზმის პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებას გეგმავს, ბიზნესის პოზიციაა, რომ აუქციონი უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული. GREDA-ს პოზიციას იზიარებენ მზის ელექტროსადგურების ინვესტორებიც, თუმცა მათი თქმით, თუკი მესამე cfd აუქციონი გამოცხადდება, ეკონომიკის სამინისტრომ მასში ახალი კრიტერიუმები უნდა შემოიტანოს.