მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა დაიკეტოს თუ არა სკოლები?

BM.GE
02.02.22 12:58
464
ncdc-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობით, წილობრივად ბავშვებსა და მასწავლებლებში ვირუსის გავრცელება გაზრდილი არ არის, ამიტომ სკოლების ონლაინ რეჟმზე გადაყვანის საფუძველს ჯერ ვერ ხედავს. 

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე საგანმანათლებლო კატასტროფის თავიდან აცილებისთვის, მთავრობებს, სკოლებში სწავლების დასწრებითი რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. გაეროს ბავშვთა ფონდი, ასევე რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა,მათ შორისა: სკოლების გახსნილ რეჟიმში დატოვება, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის დაჩქარებული წესით იმუნიზაცია, და ამასთან ფონდი მხარს უჭერს ბავშვების აცრას, როგორც კი მათთვის ვაქცინები ხელმისაწვდომი და დაშევბული იქნება. 

საქართველოში სკოლების დახურვა ჯერ არ იგეგმება, მიუხედავად, დღეში 20 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევებისა, სწავლა სავალდებულო ონლაინ რეჟიმზე არ გადადის. მაშინ როგორ ვიცავთ ბავშვებს და რა უნდა გააკეთონ სკოებმა უსაფრთხო სწავლებისთვის იმ ფონზე, რომ იმუნიზაციის დონე არ მატულობს?

სტუმარი: მაია ქურციკიძე - UNICEF-ის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები